ინდიან უელსის 1000-იან მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი მოგება აშორებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი 6:2; 6:4 დაამარცხა. მატჩში ძირითადად ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე მიმდინარეობდა. ნიკოლოზმა მეტოქეზე ოდნავ ნაკლები შეცდომა დაუშვა. ამასთან, სწორედ საჭირო მომენტში ყოჩაღობდა და ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად ჩაწოდება კი ერთხელ დათმო.
მატჩი საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩს იაპონელ იასუტაკა უჩიამასთან ითამაშებს, ვისაც ATP-ს რეიტინგში 160-ე ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი 152-ე ჩოგანია. ძირითად ბადეში მოხვედრით, ბასილაშვილი რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება.
