საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზონში მეორე ტურის მატჩი კვიპროსში გამართა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, 28-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს შეამცირა – გოლი კი ლამაზი გამოვიდა, კუთხურის მოწოდების შემდეგ მატვეევამ ბურთი ქუსლით საჯარიმოში გაგზავნა, იქ კი დანელიამ თავურით გადაგზავნა კარში.
მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.
ორი ტურის შემდეგ ირის ანტმანის გუნდს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს, მომდევნო მატჩში ჩვენი ნაკრები 4 აპრილს თბილისში მალტას უმასპინძლებს.
C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
სხვათა შორის, კვიპროსი – საქართველოს ქალთა მატჩს თემურ ქეცბაია ესწრებოდა.