Luis ENRIQUE head coach of Paris Saint Germain during the UEFA Champions League football match between Paris Saint-Germain and Brest at Parc des...ადრეც ვწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მონაწილეები, ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ 1 მარტს ლიგა 1-ში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო რამდენიმე დღეში მათ უკვე „დორტმუნდთან’’ და ლივერპულთან’’ უწევთ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. პარიზელებს მერსისაიდელებთან შეხვედრამდე კიდევ არა უშავთ, ოთხი დღე აქვთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, „ლილს’’ კი დორტმუნდში თამაშამდე სამ დღეზე მეტი არ რჩება.

გადატვირთული კალენდრის გამო „ლილმა’’ პსჟ-თან მატჩის გადადება ითხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბები ვერ თანხმდებიან. როდესაც ჟურნალისტები ამ საკითხზე პარიზელთა მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით დაინტერესდნენ, ასეთი პასუხი მიიღეს:

„მსგავს საკითხებს ჩვენი კლუბის სპორტული მენეჯმენტი აგვარებს. ისინი ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. კლუბებს შეიძლება საერთო ინტერესები ჰქონდეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები განსხვავდებოდეს. ჩემპიონთა ლიგის თამაშებამდე სულ რამდენიმედღიანი დასვენება გვიწევს, მაგრამ ჩვენ ისე ვემზადებით, რომ ამ მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ’’.

„პარიზიენი’’ წერს, რომ საბოლოოდ თამაშის თარიღის გამოცვლა-არ გამოცვლის საკითხი საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის გადასაწყვეტი იქნება.