Gustav Isaksen of SS Lazio challenges Pasquale Mazzocchi of Napoli during the Serie A match between SS Lazio and Napoli at Stadio Olimpico on...რადიო „ნაპოლი ჩენტრალეზე’’ გადაცემა „მესამე ტაიმში’’ ნეაპოლის მთავარი გაზეთის „ილ მატინოს’’ ჟურნალისტმა ბრუნო მაჯორანომ თქვა: „კონტე რასაკვირველია უიღბლობაზე დაიწყებს ლაპარაკს, ჩვენი, ჟურნალისტების საქმე კი იმის მიხვედრაა, თუ რა ხდება სინამდვილეში’’.

ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდში, „ნაპოლიში’’ მოხშირებულ ტრავმებს ეხება.

„თუ დააკვირდებით, მარცხენა ფრთა ყოველთვის გამორჩევით ზარალდება. ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო, ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ეს გადატვირთვის ბრალია თუ უბრალოდ უიღბლობასთან გვაქვს საქმე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სიცივის და ზოგადად ტემპერატურის ცველებადობის ბრალი არ უნდა იყოს. ეს უფრო გადატვირთვას ჰგავს, რომელიც როგორც წესი პრობლემებს იწვევს.

კონტე რასაკვირველია უიღბლობაზე ილაპარაკებს, ჩვენ, ჟურნალისტებს კი პრობლემის არსში ჩაწვდომა მოგვეთხოვება. კარგად ვიცით, რომ პასკუალე მაცოკი „ლაციოსთან’’ შეხვედრაში მოედნიდან კუნთის გადაღლის გამო გავიდა. ვარჯიშებზე რომ გვასწრებდნენ ყველაფერი გაცილებით იოლად გამოჩნდებოდა’’, ― თქვა მაჯორანომ.

ამასობაში „ნაპოლის’’ საწვრთნელი ბაზიდან გავრცელდა ხმა, რომ ხსენებულმა მაცოკიმ გუშინ ვარჯიში შეწყვიტა. ვარჯიში კუნთის დაძაბვა გახლდათ. ფლანგის მოთამაშემ რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. კონტესთვის ეს დამატებითი თავის ტკივილია, თუმცა მწვრთნელს შეუძლია თავი კიდევ ორი ფლანგელის, მატიას ოლივეირასა და ლეონარდო სპინაცოლას გამოჯანმრთელებით დაიწყნაროს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის’’ კარგა ხნით გამოაკლდა კიდევ ერთი ფრთის მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მიჩნეული დავიდ ნერეში. თავად ხვიჩაც, „ნაპოლიში’’ თამაშის ბოლო პერიოდში ეგრეთწოდებულ კუნთის გადაღლას უჩიოდა.