ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ეტაპების წილისყრა გაიმართა. 1/16-ფინალიდან გასულ გუნდებს, ლიგის ძირითდი ფაზიდან გასული 8 გუნდი დაემატა (რომლებმაც ლიგის ფაზაში 1-8 ადგილები დაიკავეს).

მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ლივერპული“ იქნება.

მერვედფინალური წყვილების ასეთია:

პსჟ – ლივერპული

რეალი – ატლეტიკო

ფეიენოორდი – ინტერი

დორტმუნდი – ლილი

ბრიუგე – ასტონ ვილა

პსვ – არსენალი

ბაიერნი – ლევერკუზენი

ბენფიკა – ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრები 4-5 მარტს გაიმართება, საპასუხო 11-12 მარტს.

გაიმართა ასევე მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრაც:

მეოთხედფინალი

პსჟ/ლივერპული – ბრიუგე/ასტონ ვილა

პსვ/არსენალი – რეალი/ატლეტიკო

ბენფიკა/ბარსელონა – დორტმუნდი/ლილი

ბაიერნი/ლევერკუზენი – ფეიენოორდი/ინტერი

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, საპასუხო 15-16 აპრილს გაიმართება  

ნახევარფინალი

რეალი/ატლეტიკო – პსვ/არსენალი VS პსჟ/ლივერპული – ბრიუგე/ასტონ ვილა

ბენფიკა/ბარსელონა – დორტმუნდი/ლილი VS ბაიერნი/ლევერკუზენი – ფეიენოორდი/ინტერი

ნახევარფინალის პირველი მატჩები 29-30 აპრილს, საპასუხო 6-7 მაისს გაიმართება.

წილი
წინა სტატიახვიჩას დაძაბული მარტი
შემდეგი სტატიალილი პარიზთან თამაშის გადადებას ითხოვს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...