კონფერენციის ლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა’’ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან’’ პირველი თამაშის ჩამორჩენა (1:2) გამოასწორა, ორმატჩიანი დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა და საბოლოოდ 3:1 (ორი შეხვედრის ჯამში 4:3) მოიგო. „ჰაიდენჰაიმი’’ შავ დღეშია. შინ ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში 8 მარცხი იწვნია. „კოპენჰაგენი’’ კი მერვედფინალში გავიდა, სადაც „ვიტორია გიმარაეშს’’ ან „ჩელსის’’ შეხვდება.

Flashscore-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში ერთნაირად 6.9 ქულით შეაფასა. Sofascore-მა ზივზივაძეს 6.7 დაუწერა, ხოლო გოჩოლეიშვილს 7.4.

Kaishu Sano of Mainz and Budu Zivzivadze of 1.FC Heidenheim 1846 compete for the ball during the Bundesliga match between 1. FC Heidenheim 1846 and...