საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. მატჩამდე ოთხი დღით ადრე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

არადა, ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან.

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურები ევროლიგის მატჩებს არ ემთხვევა. ამიტომ დროულად გათავისუფლდა თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი. სრული შემადგენლობით იყო სამწვრთნელო შტაბიც: ალეკსანდარ ჯიკიჩს ანატოლი ბოისა, ფილიპ მიხაილოვიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და მარკო ესპოზიტო ეხმარებოდნენ.

მწვრთნელთა შტაბის განკარგულებაში 15 კალათბურთელია:

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ფრენბურთს, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები, ბრბო and ტექსტი გამოსახულებათორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ვარჯიში უკონტაქტო იყო და კომბინაციები მეურვეების გარეშე ამუშავეს.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, დანიასთან მოგებით ევრობასკეტზე გავდივართ, ხოლო წაგება თითქმის უშანსოდ გვტოვებს.

თბილისშია დანიის ნაკრებიც. სკანდინავიელებმა „თბილისი არენაზე“ ქართველებზე ადრე ივარჯიშეს. დანიელებს აკლდათ ნატურალიზებული ამერიკელი შეივონ შილდსი, მაგრამ თბილისში ელიან…