ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხურთო კლუბმა „გაგრამ“ რამდენი ახალი ფეხბურთეელი მიიწვია, მათ შორის ერთი გამორჩეული – გაგრელთა რიგებში ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებს.
ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ოქრიაშვილი დაბრუნდა კლუბში, საიდანაც დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა – 2009 წელს გულშემატკივარმა ოქრი სწორედ „გაგრადან“ გაიცნო.
მას შემდეგ ოქრიაშვილმა არაერთ კლუბში ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 50 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.