საქართელოს კალათბურთელთა ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიის გუნდს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ევრობასკეტის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. 24 თებერვალს კი ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთში გამართავს.

ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო მზადება, ახლა კი ის 15 კალათბურთელი დაასახელა, ვინც გადამწყვეტი მატჩებისთის განაგრძობს მზადებას:

  1. ლუკა ლიკლიკაძე
  2. რატია ანდრონიკაშვილი
  3. კახა ჯინჭარაძე
  4. ბექა ბურჯანაძე
  5. გიორგი შერმადინი
  6. დუდა სანაძე
  7. გიორგი კოესანტია
  8. სანდრო სანაძე
  9. ალექსანდრე ფევაძე
  10. თორნიკე შეგელია (კაპიტანი)
  11. ლუკა მაზიაშვილი
  12. მათე ხატიაშვილი
  13. კამარ ბოლდუინი
  14. გიორგი იჩხიკძე
  15. ილია ლონდარიძე.

შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩი 21 თბერვალს „თბილისი არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.