ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერებას განაგრძობს – ქუთაისურმა კლუბმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 19 წლის ფრანგი ნახევარმცველი, კისლეი ზიტა დაიცავს, რომლის ტრანსფერიც „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, ზიტას მომდევნო ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.

ზიტა „ლილის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.