Kylian Mbappe of Real Madrid is challenged by Ruben Dias of Manchester City during the UEFA Champions League 2024/25 League Knockout Play-off first...ფრანგული პრესა წერს, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს „პარი სენ ჟერმენი’’ კილიან მბაპეს გარეშე უფრო ძლიერი ჩანს ვიდრე მასთან ერთად იყო. გულშემატკივარი ფრანგი ვარსკვლავის „რეალში’’ გადასვლას შიშით უყურებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლო. ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი, დღეს სპორტული მიმომხილველი მაიკ გრელა ამას კრიშტიანუ რონალდუს ეფექტს უწოდებს და CBS-ის ეთერში ასე განმარტავს:

„მბაპემ თავისი პარიზული კარიერის ბოლოს პსჟ-ზე კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი მოახდინა. ხანდახან ფეხბურთელი იმდენად დიდია, რომ გუნდი მისი სიდიდის გამო ცუდად თამაშობს. სხვა ფეხბურთელებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ მისთვის ბურთის გადაგდების მეტი არაფერი ევალებათ. დანარჩენს ის გააკეთებს’’.

საინტერესოა, რომ გრელა ამაზე არ გაჩერდა და კილიან მბაპეს მადრიდშიც გადაწვდა.

„არის მომენტები, როდესაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს „რეალი’’ მბაპეს ჩასვლამდე უფრო სახიფათოდ უტევდა. არ მინდა დიდებული ფრანგი თავდამსხმელი დავაკნინო, მაგრამ ეს ერთგვარი რონალდუს ეფექტია, როდესაც გუნდი მის გარეშე უკეთ თამაშობს, ვიდრე მასთან ერთად თამაშობდა’’, – თქვა გრელამ.