საქართველოში მიმდინარე ზამთრის 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძე 58.84 ქულით მესამე ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა, 128.97 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ბრინჯაო კი წილად შვეიცარიის წარმომადგენელს, ლეანდრა ციმპუკაკისხვდა წილად.
შეგახსენებთ, რომ ინგა გურგენიძე პირველი ქართველი მოციგურავე გახდა, ვინც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული და სამივე ფიგურულ ციგურაობაში – 1997 წელს შვედეთში ვახტანგ მურვანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2017 წელს ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.