Naples, Italy David Neres of SSC Napoli lies on the ground during the Serie A match between SSC Napoli and Udinese Calcio at Diego Maradona on...ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვერ მოინელა „უდინეზესთან’’ ფრე (1:1) და ორშაბათს დასვენების დღე გააუქმა. კონტემ გუნდი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დამატებითი მეცადინეობისთვის დაიბარა.

„ლა რეპუბლიკა’’ წერს, რომ „ნაპოლი’’ დელიკატურ პერიოდს გადის. რომაული გაზეთის მტკიცებით ბოლო რამდენიმე კვირაა გუნდს არც მოედნის მიღმა მიუდის საქმე კარგად და შედეგის მიუხედავად ვრც მოედანზე ბრწყინავს. კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე ახალი ფეხბურთელების შეძენის კუთხით ვერ ივარგა. მოთამაშეები, რომლებიც მან დაიმატა ისტორიული მიღწევის გამეორებაში „აძურის’’ სავარაუდოდ დიდად ვერ შეუწყობენ ხელს.

„უდინეზესთან’’ თამაშის დამთავრების შემდეგ კონტემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ასე თქვა: „სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელობემ ევროთასებზე, თუნდაც კონფერენციის ლიგაზე დაბრუნება მთხოვა’’. „ლა რეპუბლიკა’’ წერს, რომ ისეთი „სერიული ტრიუმფატორისგან’’ როგორიც კონტეა მსგავსი სიტყვების მოსმენა მრავალმნიშვნელოვანი და სამწუხაროა. ის ხომ დანებებას ვერ ეგუება და სწორედ ამიტომ დაიბარა ორშაბათს ფეხბურთელები ბაზაზე. მან მოთამაშეებს ვიდეო ჩაურთო და შეცდომები გაურჩია.

„სერია A-ს ლიდერს საუკეთესო დაცვა ჰყავს (ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული) და ახალი ცხოვრება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს, მითუფრო რომ შეტევა – რომელიც დიდად ნაყოფიერი არც აქამდე ყოფილა – კვარას გაყიდვის მერე კიდევ უფრო დასუსტდა. კლუბს, რომელსაც სკუდეტოზე აქვს პრეტენზია ქართველი ხარისხიანად უნდა შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა’’, ― წერს „ლა რეპუბლიკა’’.

ამასობაში „ნაპოლის’’ თავს ახალი საწუხარი დაატყდა. ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას სრულყოფილ შემცვლელად მიაჩნდათ დაშავდა და ხუთკვირიანი მკურნალობა მოუწევს. ნერეში გამოტოვებს შეხვედრებს „ლაციოსთან’’, „კომოსთან’’, „ინტერთან’’, „ფიორენტინასა’’ და „ვენეციასთან’’.

„ნაპოლის’’ შემდეგი თამაში რომში აქვს „ლაციოსთან’’. ეს მატჩი შაბათს, 15 თებერვალს, საქართველოს დროით 21 საათზე გაიმართება.