საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალურ მატჩში „პარკ დე პრენსზე“ „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს.
შეხვედრის 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა – 2:1
საბოლოოდ პარიზელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.
ლუის ენრიკემ ხვიჩა 67-ე წუთზე შეცვალა.