საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგიდან ევრო თასზე გადაერთო და მერვედფინალში იტალიურ „პრო რეკოსთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.
დღეს გამართული თბილისური მატჩიც ზუსტად ისეთივე ანგარიშით დასრულდა, როგორც 25 იანვარს იტალიაში. „პრო რეკომ“ ამჯერადაც 17:5 იმარჯვა.
მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა 8:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, უპირატესობა უფრო გაზარდეს და „დინამოს“ ზედიზედ 20-ე მარცხი აგემეს.
შეგახსენებთ, „დინამო“ ევრო თასზე ჩემპიონთა ლიგიდან გადავიდა, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში ყველა მატჩი წააგო. ევროთასებზე კი, ქართულმა კლუბმა ბოლოს ორი წლის წინ მოიგო.
![შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ცურავს გამოსახულება](https://scontent.ftbs4-2.fna.fbcdn.net/v/t39.30808-6/472785000_1274337106940330_2061435811810716184_n.jpg?_nc_cat=101&ccb=1-7&_nc_sid=833d8c&_nc_ohc=NReSD4IwzmcQ7kNvgG98QGY&_nc_oc=AdiUzWwZ9Ba7E3KIaCVzuWghl-w_p-J736CXLx0syGH6F4NzqlE4_UsHC6ZbfhcSBK8&_nc_zt=23&_nc_ht=scontent.ftbs4-2.fna&_nc_gid=AWoaRQ2E4IytSTVjif7pAZU&oh=00_AYDHZ0M4UK_vmZTz04ZN4HdsLTQPuCmt8qBydo9G7xCYkw&oe=67AAEA29)