NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ. „ორლანდო მეჯიქმა“ ისევ წააგო – გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად „იუტა ჯაზთან“ (99:113) დამარცხდა. ჩვენებური სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის დაბრუნების შემდეგ დროც ცოტა ეძლევა და კომბინაციებიც ზემოთ ნახსენებ კალათბურთელებზეა გათვლილი. ეს კი ორლანდოელებზე მაინცდამაინც კარგად არ აისახება – გუნდმა ბოლო...
პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ
ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო. ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად...
ნეაპოლური მედია ბრესტთან ხვიჩას თამაშის შესახებ
არა და არ ნელდება ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ნეაპოლში. დღეს ქართველი გარემარბის ყოფილ გუნდს სტუმრად „რომასთან’’ აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ადგილობრივი საიტები მაინც პოულობენ დროს რათა მკითხველს ამცნონ, რომ კვარას „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში დიდებულად არ უთამაშია. ყველა ნეაპოლური პორტალის მიმოხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ ზოგის ნაწერს გაგაცნობთ. calcionapoli24 წერს, რომ ხვიჩამ მოედანზე მხოლოდ 58...
კვარას 58 წუთი
„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0. მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი...
დავითაშვილმა „ლილს გაუტანა…
საფრანგეთის ჩემპიონატში „სენტ ეტიენი“ გასვლით მატჩში „ლილს“ ხვდება. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაშია. შეხვედრის მე-6 წუთზე დავითაშვილი სჯარიმოში მეტოქის მცველებს ტექნიკურად გასცდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0 „სენტ ეტიენის“ სასარგებლოდ.




