„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელის დებიუტი „რეიმსთნ“ მე-19 ტურის შეხვედრაში შედგა, რომელშიც საქართვლოს ნაკრების ლიდერმა საგოლე პასი გააკეთა, საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა კი ხვიჩა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე კი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.
ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი შემტევი მისთვსი ჩვეულ, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გაამწესა, ხოლო ფანების გამოკითხვით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა ცენტრალური თავდამსხმელია.
პარიზელები მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაში გერმანიაში, „შტუტგარტთან“ გამართავენ, თუმცა გუნდმა ლიგის განაცხადში ხვიჩა ჯერ ვერ შეიყვანა (პარიზელებს ამის უფლება მხოლოდ პლი ოფიდან ექნებათ) და ქართველი ფეხბურთელი ამ მატჩს გამოტოვებს.