Eljif Elmas of North Macedonia and Khvicha Kvaratskhelia of Georgia fight for the ball during the UEFA Nations League group stage match between...
ელმასი და კვარაცხელია: ხან მეტოქეები, ხან თანაგუნდელები…

ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ხომ გახსოვთ? ის „ნაპოლიში’’ თამაშობდა და თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად განიხილებოდა, შემდეგ კი აურელიო დე ლაურენტისმა 24 მილიონ ევროდ „ლაიფციგში’’ გაყიდა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ელმასმა რომელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა უცებ ნირი იცვალა და „ტორინოში’’ გადაბარგდა.

ამრიგად, „ღამურები’’, რომლებიც დღეს-ხვალ ელმასს „მესტალიზე” ელოდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორიოდ დღით ადრე იძულებულები არიან, ახალი ვარიანტი მოძებნონ. ყველაზე რეალური „სევილიადან’’ 31 წლის სუსოს წამოყვანაა. სუსოს კარიერაში „ლივერპულში’’, „ალმერიაში’’, „მილანსა’’ და „ჯენოაშიც’’ უთამაშია.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, „ტორინოს’’ სეზონის ბოლოს შესაძლებლობა მიეცემა ელმასი 17 მილიონ ევროდ იყიდოს.