გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული: 1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7.
ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა უნაი ემერის გუნდს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, მაგრამ „ჩეებმა’’ შესვენების შემდეგ მდგომარეობა ცოტა გამოასწორეს.
ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბოლო პერიოდში „ვალენსიას’’ დაპირისპირება „ბარსელონასთან’’ სტუმრებისთვის ცუდად მთავრდებოდა. ასე მაგალითად, როდესაც „შავ-თეთრების’’ მწვრთნელი გარი ნევილი იყო „ბარსამ’’ მეტოქეს კვლავ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ ეს ორმატჩიან სათასო შეჯიბრებაში მოხდა.
flashscore-მა მამარდაშვილს 5:0 დაუწერა, whoscored-მა 4.8, ხოლო sofascore-მა 5.6.
ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მა „ვალენსიას” ყველა ფეხბურთელი 0 ქულით შეაფასა.