Sergio AKIEME of Reims and Khvicha KVARATSKHELIA of PSG during the Ligue 1 MCDonald's match between Paris and Reims at Parc des Princes on January...ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა. „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელი გახდა და ახალ გარემოს ეგუება. როგორც ირკვევა, ქართველ გარემარბს საფრანგეთში გადასვლის შანსი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მის კანდიდატურას „რეიმსს’’ სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბს, რომელიც დღეს ლიგა 1-ის ცხრილში მე-12 ადგილზეა, მის შესაძენად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული კი კვარაცხელიათი პსჟ დაინტერესდა. მას 2024-25 წლების სეზონის წინაც უნდოდა „ნაპოლის’’ ვარსკვლავის ყიდვა, რადგან „რეალში’’ გაშვებული კილიან მბაპეს შემცვლელი სჭირდებოდა. ზაფხულში გარიგება არ შედგა, თუმცა საახალწლოდ საქმე მაინც გაიჩარხა და… კვარამ ახალ ლიგაში თავისი პირველი მატჩი სწორედ ზემოხსენებული „რეიმსის’’ წინააღმდეგ ჩაატარა.

„რეიმსის’’ ყოფილმა აგენტმა ენცო ჯებალიმ პლატფორმა „ტვიჩზე’’ RMC-თან ინტერვიუში თქვა: „რეიმსში’’ არის ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე ყაზანის „რუბინში’’ თამაშობდა. მე მაშინ დავიღალე იმის ლაპარაკით, რომ რამე უნდა გვეღონა და ერთი მოთამაშე გვეყიდა. ეს იყო კვარაცხელია, რომელიც დღეს პსჟ-ში გადავიდა. თუმცა, მაშინ  მისი შეძენა „რეიმსის’’ ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. „რუბინში’’ ძალიან დიდი ხელფასები იყო. ამას ემატებოდა ქართული პოლიტიკური კონტექსტი, რომლის მიხედვითაც ჯერ არ იდგა ასეთი ტრანსფერისთვის შესაფერისი დრო. ჩვენს წინ წითელი ენთო. არადა, კვარაცხელია იყო ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელსაც ვაკვირდებოდით. ვიცოდით მის შესახებ, მაგრამ ვერ შევიძინეთ და ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო”.