Australian Open day 15: Jannik Sinner opens grand slam account | The  Independent

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 7:6; 6:3.

მატჩმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც სინერმა ტაი ბრეიკზე მოიგო. პირველი და მესამე კი თითქმის ერთნაირი გამოდგა – იტალიელმა თითო ბრეიკი გაახერხა და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 6:3 წაიღო.

ეს მსოფლიოს პირველი ჩოგანის მესამე დიდი მუზარადის ტიტულია. აქედან ორი ავსტრალიაში აქვს მოპოვებული. სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი ზედიზედ მოგებული სეტების რაოდენობით. მის ანგარიშზე უკვე 21 სეტია და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაასწრო.