Marquinhos, Arnau Tenas, Achraf Hakimi and Desire Doue of Paris Saint-Germain react after the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD7 match...ხვიჩა კავარაცხელიას ახალმა გუნდმა „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტის’’ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო: 4:2. შეხვედრაში, რომელსაც ქართველი გარემარბი მეუღლესთან ერთად თვალყურს ტრიბუნიდან ადევნებდა მანჩესტერელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ თითქოს სწორედ ამას ელოდნენო, მასპინძლებმა თავი ხელში აიყვანეს და ბრწყინვალე ფეხბურთით 4:2 გაიმარჯვეს. შედეგად პარიზელები 22-ე ადგილზე ავიდნენ. ბოლო შეხვედრაში ისინი 24-ე ადგილზე მყოფ „შტუტგარტს’’ სტუმრად ეთამაშებიან.

Bradley Barcola of PSG during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD7 match between Paris Saint-Germain and Manchester City at Parc des...მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმულით ტარდება, რამაც შესაძლო სცენარების რაოდენობა გაზარდა. დღეს, ლიგის (ძველებურად ჯგუფური) ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ინტრიგა გაიზარდა. ბოლო დღეს გაირკვევა რომელი გუნდები გავლენ მერვედფინალში (ცხრილის პირველი რვა ადგილი) და რომლები ფლეი-ოფში (ცხრილის 9-24 ადგილები).

პსჟ-თვის ნათელია, რომ უკეთეს შემთხვევაში ფლეი-ოფში ითამაშებს. ამისათვის მან 29 იანვარს შტუტგარტში უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. რასაკვირველია, „სიტისთან’’ გამარჯვების შემდეგ პარიზელების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მთავარია, რომ ისინი სხვა გუნდების შედეგებზე აღარ არიან დამოკიდებულები ― გერმანიაში ფრეც ჰყოფნით. წაგების შემთხვევაში კი ლუის ენრიკეს ბიჭებს კვლავ სხვათა შედეგების ლოდინი მოუწევთ.

შტუტგარტში მარცხის შემთხვევაში პსჟ ფლეი-ოფში მაინც გავა თუ მთელი რიგი შეხვედრები მისთვის სასარგებლო ანგარიშებით დასრულდება:

ზაგრების „დინამო’’ შინ „მილანს’’ ვერ მოუგებს;

„ბენფიკა’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ იმაზე ერთით მეტი გოლით წააგებს, ვიდრე პსჟ „შტუტგარტთან’’;

„სპორტინგი’’ შინ „ბოლონიასთან’’ ისევე ან უფრო დიდი სხვაობით წააგებს, როგორც პსჟ „შტუტგარტთან’’;

„მანჩესტერ სიტი’’ შინ ვერ მოუგებს „ბრიუგეს’’.

და არის კიდევ ერთი პირობა: „შახტარმა’’ „დორტმუნდს’’ ისეთი ანგარიშით ვერ უნდა მოუგოს, რომ პარიზელებს ქულებით გაუტოლდეს, ხოლო გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსით (დღეს დონეცკელებს აქვთ -6, ხოლო პარიზელებს +2) აჯობოს.