ავსტრალიის ღია პირველობაზე დარჩენილი მეოთხედფინალები გაიმართა და, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის დიდი მუზარადისთვის ბრძოლას 4-4 ჩოგბურთელი აგრძელებს.

Jannik Sinner starts his Australian Open title defense with a straight set  win - NBC Sports

რეიტინგის პირველმა ჩოგანმა, იტალიელმა იანიკ სინერმა მასპინძელი ალექს დე მინორი მარტივად დაამარცხა – 6:3, 6:2, 6:1. სინერის მეტოქე ამერიკელი ბენ შელტონი იქნება, რომელმაც ასევე იტალიელ ლორენცო სონეგოს ოთხ სეტში, 6:4, 7:5, 4:6, 7:6 მოუგო და ავსტრალიას იტალიური ნახევარფინალი ააცილა.

Australian Open. Iga Świątek - Camila Giorgi: statystyki i analiza meczu |  TVP SPORT

ორი მეოთხედფინალი ქალთა შორისაც გაიმართა: პოლონელმა იგა შვიონტეკმა ძალიან იოლად მოუგო ამერიკელ ემა ნავაროს – 6:1; 6:2. შვიონტეკის მორიგი მეტოქეც ამერიკელია – მედისონ კიზი, ვინაც უკრაინელი ელენა სვიტოლინა სამ სეტში დაჯაბნა. კიზი პირველ სეტში 3:6 დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი (6:3; 6:4) მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.