ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
თვალშისაცემია ეროვნული ლიგის რეგრესი, რომელმაც 53-ე ადგილიდან 70-ე პოზიციაზე დაქვეითდა.
ეროვნულ ლიგაზე წინ არის ჰონდურასის, ფარერების, ალბანეთის, ანგოლის, ტაილანდის, ნიკარაგუას, ტანზანიის, სომხეთის ჩემპიონატები.
მსოფლიო საუკეთესო ჩემპიონატების ათეული კი ასეთია:
1. იტალია, სერია A
2. ესპანეთი, ლა ლიგა
3. ინგლისი, პრემიერლიგა
4. ბრაზილია
5. გერმანია, ბუნდესლიგა
6. არგენტინა
7. პორტუგალია
8. საფრანგეთი, ლიგა 1
9. ბელგია
10. ნიდერლანდები