ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გადაბარგდა. უკვე ხელმოწერილი კონტრაქტით ის პსჟ-ში 2029 წლამდე დარჩება…

ზოგადად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ანუ იანვარში ხმაურიანი ტრანსფერები იშვიათობა, მით უფრო იშვიათი ამბავია ის, რომ ფეხბურთელმა საჩემპიონოდ შემართული კლუბი შუა გზაზე დატოვოს. კვარას შემთხვევა სხვა არის, მას „ნაპოლიდან“ წასვლის სერიოზული მიზეზები ჰქონდა და აქ ამის მოყოლას აღარ შევუდგებით. მხოლოდ გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთ უძირესად ითვლება. შეგახსენებთ, ნაპოლი და პსჟ 70 მილიონზე შეთანხმდნენ…

2023 წელი, მიხაილო მუდრიკი, „შახტარიდან“ „ჩელსიში“, 70 მილიონი ევრო

2022 წელი, დუშან ვლაჰოვიჩი, „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“, 83.5 მილიონი

2018 წელი, ვირჯილ ვან დაიკი, „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“, 85 მილიონი

2023 წელი, ენცო ფერნანდესი, „ბენფიკადან“ „ჩელსიში“, 121.5 მილიონი

2018 წელი, ფელიპე კოუტინიუ, „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“, 135 მილიონი

The fall of Philippe Coutinho: From Barcelona's record signing to unwanted  by Aston Villa | Goal.com