ახალი სეზონიდან თბილისის „დინამოს“ კარს 36 წლის მოლდოველი მეკარე, სტეფან სიკაჩი დაიცავს.
სიკაჩმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამოს“ პორტუგალიაში შეუერთდა, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება.
სიკაჩი „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი „აკჟაიკისა“ და „ქაისარის“ ღირსებას იცავდა.