Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Juventus FC at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on...არის იტალიაში 50 წლის ვეტერანი ვიტორიო ტოსტო, რომელიც მცველი იყო, თამაშობდა ათზე მეტ სხვადასხვა კლუბში, მათ შორის „ფიორენტინაში’’, „ნაპოლიში’’, „ჯენოასა’’ და „ემპოლიში’’. დღეს ის ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. მისი მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლასთან დაკავშირებით იმიტომ ვთარგმნეთ, რომ ნეაპოლელთა არცთუ მცირე ნაწილში შექმნილი განწყობები ვიცოდეთ. ამ ხალხს ჰგონია, რომ კვარაცხელია დაბალ ხელფასადაც კი ვალდებული იყო მათი კლუბი ჰყვარებოდა და მისი ერთგული ყოფილიყო.

„კვარაცხელია ჯერ კიდევ უნდა გახდეს დიდი ფეხბურთელი. ახლა ის დგამს ინდივიდუალურ ნაბიჯს, რომელიც ეგოიზმით არის განპირობებული. დიადი კლუბები იმიტომ არიან დიადნი, რომ მათ თავიანთი ინტერესები ფეხბურთელისაზე მაღლა უყენიათ. კვარა შეცდა. ის მეოთხეხარისხოვანი ქვეყნიდან წამოიყვანეს და ის რასაც ახლა წარმოადგენს მხოლოდ „ნაპოლის’’ მაისურის წყალობით გახდა. ეს მისგან მადლიერებას მოითხოვდა. წასვლა თუ უნდოდა ივნისში უნდა წასულიყო და არა იანვარში. დღეს რაც ხდება „ნაპოლისთვის’’ ცუდია’’, – თქვა ტოსტომ.