„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ სერია A -ს მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მას გუნდიდან წასვლა სთხოვა.

„გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო კვარა. მას ზაფხულშიც უნდოდა გუნდის დატოვება, ახლაც იგივე თხოვნით მოგვმართა.

ხვიჩას ვესაუბრე და დაადასტურა, რომ წასვლა სურს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი დამაჯერებელი მხარეების დარწმუნებაში.

ხვიჩა „ვერონასთან“ არ ითამაშებს. აშკარაა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ.

ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. ახლა ყველაფერი კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვის გადასაწყვეტია. დარჩენას ვერავის ვაიძულებ. ახლა ისეთი ვითარებაა, რომელიც კლუბმა და ფეხბურთელის გარემოცვამ უნდა მოაგვარონ. მე კვარას თავისუფალი ნება დავუტოვე“.