გადავა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში’’ თუ „ნაპოლიში’’ დარჩება? დღეს ეს კითხვა ნეაპოლელ გულშემატკივარს განსაკუთრებით აწუხებს.
„აძურის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთაგან ზოგი ცნობის თანახმად 80, ხოლო ზოგი ცნობის თანახმად 90 მილიონ ევროს ითხოვს, ვეტერანი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო კი Viva el Futbol-ის ეთერიდან თავის შეხედულებას გვაცნობს.
„კვარა სეზონის პირველი დღეებიდან წარმოუდგენლად მიცრუებს იმედს. მე მის თამაშში სიხარულს, ფანტაზიას და ჩვეულ თავიუფლებას ვეღარ ვხედავ.
ვერ გეტყვით რა არის მიზეზი, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს დიდი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, კონტე გარკვეული გაგებით კმაყოფილიც კია ხვიჩა ტრავმის გამო თამაშებს რომ აცდენს.
მოვლენებს გვერდიდან ვუყურებ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელს თავისი იდეიდან გამომდინარე არ მოსწონს ყველა თავისი სურვილის მიხედვით როცა თამაშობს, არადა ხვიჩასთვის პერიოდულად თავისუფლების მიცემა უწევს და ეს მისთვის პრობლემაა.
თუკი „ნაპოლის’’ მარტსა და აპრილში „ინტერთან’’ კონკურენციას აპირებს მას ძველებური კვარა სჭირდება, როგორიც სკუდეტოს წელიწადს იყო’’, – თქვა კასანომ.