საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის სუპერფინალში გასვლა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკის კეჩაგიასის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი იაპონიასთან წააგო – 18:19.
თამაში ცუდად დავიწყეთ. პირველი ტაიმში ვაგებდით, ერთხელ სამი ბურთით ჩამოვრჩით, ორჯერ – ორით, მაგრამ გათანაბრებას ვახერხებდით, ბოლო წუთზე სულაც წინ გავედით – 8:7. თუმცა, ტაიმი მაინც ფრედ მორჩა.
დიდი შესვენების შემდეგ 9:8 დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ ისევ მდევრის როლში აღმოვჩნდით და ბოლო მეოთხედს ორბურთიანი ჩამორჩენით შევხდით – 12:14. ბოლო მეოთხედის დასაწყისში სხვაობა სამბურთიანი გახდა, მაგრამ მალევე ისევ გავათანაბრეთ და მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბოლო შანსი, რადგან დასკვნით ნაწილი იაპონელებმა უკეთ ჩაატარეს და სუპერფინალის მიღმა დაგვტოვეს.