საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის სუპერფინალში გასასვლელად იბრძვის. საამისოდ, საკის კეჩაგიასის შეგირდებმა ან საბერძნეთი უნდა დაამარცხონ, ან – იაპონია.
მანამდე კი იყო: სუპერფინალში გასასვლელად 12 გუნდი იბრძოდა, რომლებიც ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენ ხორვატებთან და იტალიელებთან ერთად მოვხდით. თუმცა, იტალიელებს დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და ტურნირიდან მოხსნეს…
შედეგად, ჯგუფში ორი გუნდი დავრჩით. ხორვატებთან 11:13 წავაგეთ და, ცხადია, ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით.
მეოთხედფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მასპინძლების, რუმინეთის დამარცხება სჭირდებოდათ და ეს საქმე ძალიან დამაჯერებლად მოილიეს – 24:12.
მეოთხედფინალში მეტოქე უნგრეთი იყო. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან კი ვერაფერი გავაწყვეთ და 10:21 დავმარცხდით. თუმცა, შანსი ჯერ კიდევ არის – სუპერფინალში ექვსი გუნდი გადის და საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩში გამარჯვება სჭირდება. მომდევნი მეტოქე დიდი ალბათობით იაპონია იქნება, რადგან ბერძნები უდავო ფავორიტები არიან.
მსოფლიოს თასის სუპერფინალი 18-20 აპრილს გაიმართება და რვა გუნდი ითამაშებს. ექვსი პირველი დივიზიონიდან, ორი – მეორე დივიზიონიდან, რომლებიც უკვე ცნობილია: გერმანია და ნიდერლანდები.
სუპერფინალის სამი საუკეთესო ევროპული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.