საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში კლუბი გამოცვალა – მეოთხეადგილოსანი „კრემონეზედან“ „სალერნიტანში“ გადავიდა, რომელიც ამჟამად მე-18 პოზიციაზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, – ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
„სალერნიტანამ“ „კრემონეზედან“ იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით) ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი დაიმატა, რომელიც 47-ნომრიანი მაისურით ითამშებს და გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, – აღნიშნულია კლუბის ოფიციალური განცხადებაში.
ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წელს შედგა. შემდეგ იყო კიევის „დინამო“, სლოვაკური „ჟილინა“, ავსტრიული „ვოლფსბერგერი“, 2022 წელს კი იტალიის „კრემონეზეში“ გადავიდა, რომელიც მაშინ სერია A-ში თამაშობდა.