NBA-ში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და შინ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ 89:104 დამარცხდა.
„ჯადოქრების“ საუკეთესო მექულე სწორედ ჩვენებური გახდა, ვინაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა.
გოგამ 11-დან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ერთი ჯარიმაც ზუსტად ისროლა, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.
ბოლო პერიოდში „ორლანდოს“ მოგება უჭირს, რადგან ბევრი კალათბურთელი ჰყავს ტრავმირებული. თუმცა, დღე-დღეზე ბრუნდება მთავარი ლიდერი პაოლო ბანკერო, ვინც, შესაძლოა, ბითაძეს სათამაშო წუთები „წაართვას“.
„ორლანდოს“ 22 მოგება, 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, შინ, „მილუოკისთან“ ელის.