Matteo Politano of Napoli is talking with Khvicha Kvaratskhelia of Napoli during the Serie A soccer match between Inter FC and SSC Napoli at Stadio...„ნაპოლი’’ კვირა საღამოს „ვერონას’’ სამასპინძლოდ ემზადება. როგორც „ლა რეპუბლიკა’’ წერს, ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელების გზაზეა და დიდი ალბათობით შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა „ფიორენტინასთან’’ წინა ტურის შეხვედრა კუნთის გადაღლის (მიპოათიის) გამო გამოტოვა.

კვარაცხელია სავარაუდოდ თავის პოზიციას დაუბრუნდება, მის კონკურენტად მონათლული ბრაზილიელი დავიდ ნერეში კი კვლავ მარჯვნიდან ითამაშებს, სადაც ფლორენციაში კარგი დრიბლინგითა და ლამაზი გოლით გამოიჩინა თავი. საიტი napolipiu წერს, რომ „აძურის’’ მწვრთნელს ანტონიო კონტეს თავდამსხმელთა შერჩევაზე მაინც კარგი დაფიქრება მართებს. პორტალის აზრით რომელუ ლუკაკუ და ნერეში ამ ეტაპზე ხელშეუხებლები არიან, მარცხნიდან კი „ფიორენტინასთან’’ ლეონარდო სპინაცოლამაც ძალიან კარგად ითამაშა. კონტეს საქმე ასარჩევად აქვსო, ამბობს napolipiu.

იმასაც შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში მონაწილეობა ვერც მატეო პოლიტანომ მიიღო. იტალიელ მარჯვენაფლანგელს კუნთი ჰქონდა გაჭიმული და დღეს-ხვალ ვარჯიშს დაუბრუნდება. ნეაპოლელი ექიმების ამოცანაა პოლიტანო კვირისთვის მწყობრში ჩააყენონ, რათა შემდეგ ტურში, 18 იანვარს, ბერგამოში, ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ატალანტასთან’’ თამაშს უკვე კარგ ფორმაში შეხვდეს.