NOT REAL NEWS: A look at what didn't happen this week - Hawaii  Tribune-Heraldავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი.

32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა და პირველი სეტი მაინც წაიღო – 7:5. ისიც ვთქვათ, რომ ბასილაშვილმა ორი სეტ-პოინტი გადაარჩინა.

მეორე სეტის დასაწყისში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ჩაწოდება აართვა და შემდეგ საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ფინალში ვერ გავიდა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან დამარცხდა – 4:6, 2:6. სხვათა შორის, სპეციალისტები ფავორიტად ჩვენებურს მიიჩნევდნენ… არადა, პირველ სეტში ბოლქვაძე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სეტის მეორე ნაწილში ფრანგი უკეთესი იყო, ხოლო მეორე სეტში – ბევრად უკეთესი. ბოლქვაძის მარცხის მიზეზი უნებლიე შეცდომებია, რომელიც ჩვენებურს 30 აღმოაჩნდა, ხოლო მეტოქეს მხოლოდ რვა.