Orlando Magic center Goga Bitadze (35) dribbles against New York Knicks  forward Precious Achiuwa (5) during the second half at Madison Square  Garden. | HoopsHypeNBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“ და „ნიუ იორკ ნიკსი“ სტუმრად 104:93 დაამარცხა. პირადი ანგარიში ჩვენებურისთვის შედარებით მოკრძალებული გამოდგა – ბითაძემ მოედანზე 22:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

გოგამ ნიუ იორკელთა კალათს ხუთჯერ შეუტია და სამჯერ ზუსტი იყო. პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი არ უსვრია. პასივში ერთი დაკარგვა და ერთი ფოლი ჰქონდა.

„ორლანდო“ 22 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ ითამაშებს.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ კი ჩიკაგოში 110:114 წააგო. უნდა გამოვყოთ ვიქტორ ვემბანიამას თამაში, რომელსაც უნიკალურ სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 23 ქულა, 14 მოხსნა და 8 დაფარება. ჩვენებურს კი, სათამაშო დრო ისევ არ მისცემია. „სან ანტონიო“ ფლეი ინის ზონაში რჩება.