2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით.
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1, 6:4. მატჩმა საათსა და 14 წუთს გასტანა.
უფრო რთული ბრძოლის გადატანა მოუხდა ბოლქვაძეს, ვისაც მეტოქედ 154-ე ჩოგანი ერგო. ჩვენებურმა პირველი სეტი დათმო, მაგრამ თამაში შეატრიალა და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა – 3:6, 6:3, 6:3. მატჩი ორ საათს გაგრძელდა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი იქნება, ხოლო ბოლქვაძე წარმატების მიღწევას ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან შეეცდება.