NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 92:105 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძეს მორიგ ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა.
ჩვენებური ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. გოგას ანგარიშზე 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაა.
ქართველმა ცენტრმა შვიდიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგო, საჯარიმოს ხაზიდან კი ოთხივე სროლა აუცდა.
21 მოგებითა და 16 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი „ნიუ იორკთან“ 7 იანვარს, სტუმრად გამართავს.