რუმინეთში დასრულდა ხელბურთში „კარპატის თასის“ გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს მას შემდეგ გარიკვა, რაც ტიტე კალანდაძის შეგირდებმა მასპინძლებს 35:34 მოუგეს.
ჯგუფი არ იყო სუსტი – მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც ასპრეზობდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საქართველო მხოლოდ სერბეთის ნაკრებს ჩამორჩა. არადა, თავიდან სწორედ სერბეთთან წავაგეთ, მაგრამ დარჩენილ მატჩებში უკეთ ვითამაშეთ და ოთხთა ტურნირი მეორე ადგილით დავასრულეთ.
რუმინელებთან თამაშის ბოლომდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი იყო… რომ იტყვიან, ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მხოლოდ ბოლო წუთზე სამჯერ შეიცვალა მოედანზე ვითარება, ჩვენს საბედნიეროდ კი მოგებული საქართველო გამოვიდა.