საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ მოჯრით სამი მარცხის შემდეგ ვენეციაში ფრედ ითამაშა. სტუმართა მეკარის დევის ვასკესის უხეში შეცდომის გამო იოელ პოიანპალომ ვენეციელები მე-5 წუთზე დააწინაურა, მაგრამ სებასტიანო ესპოზიტომ 32-ე წუთზე გაქვითა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო საიტის მოსაზრებას. მათ გოგლიჩიძის თამაში ასე შეაფასეს:

calciomercato — 6.5 გოგლიჩიძე „ვენეციას’’ ფინელ თავდამსხმელ იოელ პოიანპალოს თავდაჯერებული მეურვეობდა.

pianetaempoli6.0 მეტოქეს კარგად მეურვეობდა და თანაგუნდელებსაც აზღვევდა. კარგი იყო თავისუფალ სივრცეებში შერბენების დროსაც.

Tuttomercatoweb ― 6.0 ჩვეულებრივი თამაში ჰქონდა: ოპონენტს ყურადღებით სდევდა და თანაგუნდელებს აზღვევდა. თავის ზონას მონდომებით იცავდა.

eurosport  — 6.0 დავალებას მონდომებით ასრულებდა, შეცდომები არ დაუშვია. ასეთი თამაში სრულიად საკმარისია.

Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 7.2 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.9