Georgian handball team defeats Hungary, scores for European Championship -  1TVსაქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მინდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტიტე კალანდაძის შეგირდებმა თურქეთი ნაკრები მარტივად, 32:27 დაამარცხეს.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ტაიმი სოლიდური ანგარიშით მოიგო – 19:11. ეს უკვე ის სხვაობაა, რომელიც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა.

შესვენების შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა 10-ბურთიანიც კი გახდა. ამის შემდეგ კალანდაძემ პატარ-პატარა ექსპერიმენტებსაც მიმართა. სხვაობამ ნელ-ნელა იკლო, თუმც ამხელა უპირატესობას განიავება უკვე ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო.

ხვალ საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში თურქებს 36:25 აჯობა, ხოლო დღეს იმ სერბეთთან ფრედ – 31:31 ითამაშა, ვისთანაც ჩვენებმა უკვე წააგეს.