ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და იგი გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება.
„ზივზივაძის თამაშს დიდი ხანი ვაკვირდებიდით, ის გასულ სეზონში „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. დარწმუნებული ვართ, ბუდუს ბომბარდირული თვისებები ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.