Giorgi Mamardashvili goalkeeper of Valencia and Georgia gives instructions during the La Liga match between Valencia CF and FC Barcelona at Estadio...ესპანური პორტალის superdeporte-ს მკითხველებმა 2024 წლის „ვალენსიას’’ საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. მამარდაშვილი საუკეთესოდ გამოკითხულთა 39-მა პროცენტმა მიიჩნია. ბევრმა ის საუკეთესოდ მხოლოდ ჩინებული გასული სეზონის გამო კი არა, არამედ მთელი გუნდისთვის საკამათო მიმდინარე სეზონის მიხედვითაც კი ჩაწერა.

„ღამურების’’ ვარსკვლავი ზაფხულში „ლივერპულმა’’ იყიდა, მაგრამ კლუბებს შორის მყისვე შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც გოლკიპერი 2025 წლის მაისამდე „მესტალიაზე’’ დარჩა. ლა ლიგაში თავის გამოჩენის გარდა მამარდაშვილმა საუცხოოდ ითამაშა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიოს საუკეთესო მეკარისთვის დაწესებულ იაშინის პრიზზე ნომინანატთა შორის იყო.

superdeporte-ს გამოკითხვაში მამარდაშვილს ძლიერ ჩამორჩნენ დიეგო ლოპესი და ლუის რიოხა. ამ ფლანგის მითამაშეებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა, 15% მიიღეს. საინტერესოა, რომ რიოხა „ვალენსიაში’’ „ალავესიდან’’ გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ გუნდში იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ გულშემატკივარმა მას სულ რამდენიმე თვის მიხედვითაც კი მისცა ხმა.