პორტალ „ტრანსფერმარკტის’’ თანახმად ესპანური ლა ლიგის უძვირეს ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებში სამი კლუბი მოხვდა: „ბარსელონა’’, „რეალი’’ და „ვალენსია’’.
„ვალენსია’’ რა შუაშია? საქმე ის არის, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად მას ჰყავს მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის ფასიც 40 მილიონი ევროა. მართალია, ეს აგვისტოსთან შედარებით 5 მილიონით ნაკლებია, მაგრამ ესპანეთში მასზე ძვირადღირებული მეკარე არ არსებობს.
საერთოდ კი „ვალენსიას’’ ფეხბურთელების ფასი შემცირდა. ერთადერთი „ჩე” ვისი ღირებულებაც გაიზარდა არის სესარ ტარეხა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ამიტომ 4 მილიონიდან 6 მილიონამდე გაძვირდა.
გაიაფდნენ: სტოლე დიმიტრიევსკი, ჯაუმე დომენეკი, მასიმილიანო კუფრიე, ხოსე გაია, დიმიტრი ფულკიე, პეპელუ, ხოსე გილამონი, ხოსე ალმეიდა, რიოხა, დიეგო ლოპესი, ფრან პერესი, სერხი კანიოსი, ხერმან ვალერა, უგო დურო, დანი გომესი და რაფა მირი.
რეიტინგი შეინარჩუნა შვიდმა: კრისტიან მოსკერამ, ხავი გერამ, იარეკ გასიოროვსკიმ, ენცო ბარენეჩეამ, ტიერი რენდალმა, ხესუს ვასკესმა და მუკტარ დიაკაბიმ.
ეს გახლავთ პიტერ ლიმის აქტივი, რადგან მამარდაშვილი „ვალენსიამ’’ ზაფხულში 30 მილიონად „ლივერპულს’’ მიჰყიდა და „ვალენსიას’’ აღარ ეკუთვნის.
აქვე გთავაზობთ ესპანეთის ლა ლიგის სიმბოლურ ნაკრებს.