ოფიციალურად: ჯაბა კანკავა დინამო თბილისის ფეხბურთელიათბილისის „დინამოს“ ჯაბა კანკავა დაუბრუნდა… დაუბრუნდა 20 წლის შემდეგ. კონტრაქტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმც ვინ იცის, 38 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად თავს ახლაც მშვენივრად გრძნობს და მისი ხასიათის გათვალისწინებით, მშობლიურ გუნდს, ეგებ მეტხანსაც შემორჩეს.

„დინამოდან“, სადაც შედგა კიდეც საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტნის დებიუტი დიდ ფეხბურთში, კანკავამ ვლადიკავკაზის „ალანიას“ მიაშურა, შემდეგ კი იყო: კიევის „არსენალი“, „დნეპრი“, კრივბასი“, ფრანგული „რეიმსი“ და „ვალანსიენი“, ყაზახური „ტობოლი“ და სლოვაკური „სლოვანი“… საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 101 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

„ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში“, – თქვა ჯაბამ.