„ჯენოამ’’ წაუგებელი სვლა განაგრძო, საახალწლოდ სტუმრად დაამარცხა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ – 2:1 და 18 ტურის შემდეგ გაუტოლდა კიდეც მას. ახლა ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან.
გოგლიჩიძე თავიდან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე, წამით მოადუნა ყურადღება, რასაც „ემპოლის’’ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. იმავე ეპიზოდში, რამდენიმე წამში, საბამ მდგომარეობის განმუხტვა სცადა, მაგრამ კვლავ არ გაუმართლა და სტუმართა ხორვატმა ნახევარმცველმა მილან ბადელიმ ანგარიში გახსნა. გოგლიჩიძე 71-ე წუთზე შეცვალეს.
calciomercato — 6.0 მას ვიტინიას განეიტრალება უწევდა და მეტოქეს „ემპოლის’’ საჯარიმომდე არ უშვებდა.
pianetaempoli — 4.5 „ჯენოას’’ პირველი გოლის ეპიზოდში გოგლიჩიძე ზედიზედ ორჯერ შეცდა: ჯერ ჩაეძინა და მისთვის მიწოდებული პასი მეტოქეს მიაღებინა, შემდეგ კი ბადელის ჩინებული ასისტენტობა გაუწია. ის არც მეორე ტაიმის დარჩენილ პერიოდში ვარგოდა.
Tuttomercatoweb ― 5.0 პირველ ტაიმში დამაკმაყოფილებლად ითამაშა, მაგრამ „ჯენოას’’ პირველი გოლის დროს ორმაგი შეცდომა მოუვიდა, რაც მეტად სერიოზული მინუსი იყო. ჯერ იყო და საჯარიმოში ვიტინიას შევარდნა ვერ შეამჩნია, შემდეგ კი ბადელის დაუთმო ბურთი, რომელსაც კარში შეგდებაღა აკლდა.
eurosport — 5.0 ის მეკარე დევის ვასკესის „დახმარებით’’ დიდ არეულობაში მოხვდა, როდესაც ბადელის პირველი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. გარკვეული დროის შემდეგ დისტანცია და თავდაჯერებულობა დაკარგა, რის მერეც „დაყვინთა’’.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.2 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 5.3