გოგა ბითაძის „ორლანდო“ მაგარ სვლაზეა და ბოლო მატჩში გასული სეზონის ჩემპიონი „ბოსტონი“ დაამარცხა – 108:104. ორლანდოელებმა ისევ შემოატრიალეს თამაში, თუმც წინასგან განსხვავებით, ახლა პირველ ტაიმში ჩამორჩებოდნენ 15 ქულით.

რაც შეეხება ბითაძეს, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. „ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა შვიდი ორქულიანიდან ოთხი ჩააგდო, სამიანი და საჯარიმო არ უსვრია.

თამაშის ბოლოსკენ, ჯეილენ საგსმა და კრისტაპს პორზინგისმა კამათი დაიწყეს. საქმეში ბითაძეც ჩაერია და ლატვიელს ხელი ყელში წაუჭირა, რაზეც პორზინგისი გაბრაზდა და ჩხუბი დაიწყო. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯებმა გოგა მოედნიდან გააძევეს.

19 გამარჯვებით და 12 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩი შინ, „მაიამი ჰიტთან“ უწევს.

Magic Center Goga Bitadze OUT vs. New York with Right Ankle Sprain; Tristan  da Silva Starts | Yardbarker

წილი
წინა სტატიადე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ ვიღებ პასუხისმგებლობას
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...