„ატალანტამ’’ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა ― სერია A-ში ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. საამისოდ ბერგამოს გუნდს შინ „ემპოლისთან’’ 0:2 ჩამორჩენის შემოტრიალება დასჭირდა. 17 ტურის შემდეგ ის „ნაპოლის’’ 2 ქულით უსწრებს და ცხრილის სათავეშია.
„ემპოლის’’ სამიდან ორი გოლი მატჩის ბელგიელმა გმირმა, 23 წლის შარლ დე კეტელარემ გაუტანა. მან გამარჯვებისა 86-ე წუთზე შეაგდო.
საბა გოგლიჩიძემ კი „ემპოლის’’ შემადგენლობაში მე-80 წუთამდე ითამაშა, სანამ თავისი გუნდის ალბანელი კაპიტანი ადრიან ისმაილი დაეჯახებოდა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საიტის შეფასებას:
calciomercato — 5.0 ადემოლა ლუკმენმა გოლის ეპიზოდში (45+1 წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 2:0 „ემპოლის’’ სასარგებლოდ) აჯობა და მას მერე ვეღარ გამოყოჩაღდა.
pianetaempoli — 6.0 მას რთული საქმე ჰქონდა დავალებული. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი შეცდომები დაუშვა, ამოცანას თავი გაართვა. თანაგუნდელ ადრიან ისმაილისთან შეჯახების შემდეგ კი მოედანი დატოვა.
eurosport — 5.5 თავიდან კარგად დაიწყო. შემდეგ კალაპოტიდან ამოვარდა და „ატალანტას’’ სწრაფმა კომბინაციებმა ცოტა არ იყოს დააბნია.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.7 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.6