გამთენიისას გოგა ბითაძემ და „ორლანდო მეჯიქმა“ საოცარი მატჩი მოიგეს. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ორლანდოელებმა ფლორიდულ დერბიში „მაიამის“ 121:114 აჯობეს, ხოლო ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი მიითვალა.

„ორლანდომ“ პირველი პერიოდიც წააგო, მეორეც და მესამეც. ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით ჩამორჩებოდა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში კიდევ ერთი სამქულიანი მიიღო და…

Goga Bitadze shows off skillset while stepping up for Magic

დარჩენილ დროში მოედანზე ერთი გუნდი იყო – „ორლანდო“, რომელმაც პერიოდი 37:8 მოიგო და ისტორიული შედეგი გაიმეორა.

აქამდე „მეჯიქს“ მსგავსი ჰანდიკაპის აღმოფხვრა 1989 წლის 8 ნოემბერს, კლივლენდთან მატჩში მოეხერხებინა. ბითაძე მოედანზე ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ჩვენებურმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი მიითვალა.

გოგამ რვიდან რვა ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. 18 მოგებით და 12 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მორიგ მატჩს კი, 24 დეკემბერს, შინ, „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.

 

წილი
წინა სტატიაკონტე მეორე ტაიმმა გააბრაზა
შემდეგი სტატიაგოგლიჩიძე ატალანტას წინააღმდეგ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...