Rudi Garcia, Head Coach of Napoli, interacts with referee Giovanni Ayroldi during the Serie A TIM match between Bologna FC and SSC Napoli at Stadio...„ნაპოლის’’ ყოფილმა მწვრთნელმა რუდი გარისამ ფრანგული Carré-თვის მიცემულ ინტერვიუში „ნაპოლიში’’ მუშაობის დრო გაიხსენა და რამდენიმე კულუარული ამბავი მოყვა.

„გუნდში რთული კლიმატი იყო, ― თქვა გარსიამ, ― ბევრ ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდოდა, ისინი კონტრაქტებით იყვნენ უკმაყოფილონი. ჯიუნტოლის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან წასვლამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მმართველ რგოლში გაჩნდა სიცარიელე, თავის გართმევა გართულდა…’’

გარსიამ გაიხსენა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარიც და თქვა, რომ „ნაპოლის’’ შეფები მას მთელი რიგი ფეხბურთელების შეძენას დაპირდნენ, მაგრამ პირი უტეხეს. მათ გარსიას თურმე მაროკოელი მცველის ნაიეფ აგუერდის („ვესტ ჰემის’’ საკუთრებაა, რომელიც იჯარით „რეალ სოსიედადში’’ თამაშობს) ყიდვა და ნახევარდაცვაში მთელი რესტრუქტურიზაცია აღუთქვეს, რის ნაცვლად ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები შეიძინეს, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა კლუბებს „ათხოვეს’’.

გარსია: „წლეულს კი ვხედავთ, რომ დაიმატეს ალესანდრო ბონჯორნო და სკოტ მაკტომინეი, ზუსტად იმ მახასიათებლების მქონე მოთამაშეები, როგოსაც მე ვთხოვდი’’.

ფრანგი სპეციალისტის თქმით მას სირთულეები ჰქონდა ვარსკვლავებთანაც. კერძოდ, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეცვლას  უკადრისობდნენ, მის დასახმარებლად კი არავინ ამოიღო ხმა.